
"სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით უსაფრთხოების ზონის შექმნის იდეა არაფერს კარგს არ მოიტანს"
25/10/2019 13:09:51 სხვა, მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით უსაფრთხოების ზონის შექმნის იდეა კარგს არაფერს მოიტანს. ცნბისთვის აღნიშნული ინიციატივით გერმანია გამოვიდა, თუმცა ნატო-ს გენმდივანმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პზოიცია ერთმნიშვნელოვანი არაა.
სერგეი ლავროვის თქმით, უკვე არსებობს რუსეთსა და თურქეთს შორის შეთანხმება, რომელიც სირიაში ვითარების დარეგულირებას ისახავს მიზნად.
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უცნაური განცხადებები გააკეთა, რომ ნატო-ს რამდენიმე წევრი იდეას მხარს უჭერს, რამდენიმე კი არც ისე პოზიტიურადაა განწყობილი. თუ საუბარია იმაზე, რომ ნატოს წევრებს ამ დავალების თავის თავზე აღება სურთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იდეა არაფერ კარგს არ მალავს და არ არის საჭირო კარგისგან კარგის ძებნა. არის რუსეთ-თურქეთის შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერს როგორც დამასკო, ასევე ქურთები. ის უნდა შესრულდეს,“ – თქვა ლავროვმა.