Accentnews.ge
თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დაინერგება

თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დაინერგება

21/12/2022 09:06:44 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დანერგოს. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. მინდა,კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს და მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კალაძე.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა გზაზე ქვეითთა გადასვლის დროს ხმოვანი შუქნიშნის ამოქმედების შესახებ:

„მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, პრეტენზიებს გამოთქვამენ. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მათი უფლებაა თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. საბჭოზე ვიმსჯელეთ, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც გულისხმობს დღისა და ღამის საათებში ხმის რეგულირებას“.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე მხედველი ან უსინათლო პირების ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური 18 მოწყობილობა დაზიანდაა, თითოეული მათგანის ღირებულება კი, 2 500 ლარს შეადგენს.

„ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა ვანდალიზმი, რაც გვაქვს ქალაქში. ასე ნამდვილად გაგვიჭირდება და არაფერი გამოვა. თუ მუნიციპალიტეტი ვალდებულია იზრუნოს ამ ქალაქზე, განავითაროს, ყველას მოარგოს, გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება და მათი უსაფრთხოება, ასევე ვალდებულია ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი გავუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ქალაქს, იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ყველა ერთად ვაკეთებთ, ჩვენ, აქ მსხდომი ადამიანები, თქვენ, რომლებიც გადასახადებს იხდით. ერთად ვქმნით, ვალამაზებთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ თუ ჩვენვე დავაზიანებთ, დავამტვრევთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და ასე ნამდვილად გაგვიჭირდება ქალაქის განვითარება“, - აცხადებს კალაძე

ინფრასტრუქტურის დაზიანების კონტექსტში კალაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ადამიანები სკამებს ხის საფარს აძრობენ იმისათვის, რომ ცეცხლი დაანთონ.

„ამიტომ, მინდა ყველას ვთხოვო, განსაკუთრებით უფროსებს, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს. თუ წავაწყდებით ასეთ ფაქტებს და ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნები არიან ამის ჩამდენები, ერთმანეთს დავეხმაროთ და უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S