
ალასანია: "ჩემი შვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია"
21/12/2022 08:57:18 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი მომავალი დაბადების დღისთვის ციხეში არ უნდა იყოს.
"მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა", – განაცხადა ალასანიამ "ვივა მედის" კლინიკასთან.
დღეს მიხეილ სააკაშვილი 55 წლის გახდა.