Accentnews.ge
კალაძე: "სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელს ადგილმონაცვლეობით $2,8 მლნ გადაეცემა"

კალაძე: "სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელს ადგილმონაცვლეობით $2,8 მლნ გადაეცემა"

21/12/2022 08:52:17 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, "ვაკის პარკში" სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიას ადგილმონაცვლეობის პრინციპით 2,8 მლნ დოლარი გადაეცემა. მან თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს დაახლოებით სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.

„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაავალა.

„მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდეს. ვიცი, რომ აქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. გააკეთეთ პროექტი და წარვუდგინოთ საზოგადოებას, რა სახით დაუბრუნდება ეს სივრცე ვაკის პარკს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S