Accentnews.ge
მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ''როკვა''-მ ერევანში გამართულ ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა

მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ''როკვა''-მ ერევანში გამართულ ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა

16/12/2022 15:47:07 რეგიონები, რეკლამა

9-12 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ''როკვა''-მ (ხელმძღვანელი ნინო იმერლიშვილი,ქორეოგრაფი გიორგი პატაშური) მონაწილეობა მიიღო სომხეთის დედაქალაქ ერევანში ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე ,, DANCE SUPER STAR 2022’’, რომელიც იუნესკოს ეგიდით ჩატარა და რომლის ორგანიზატორი მსოფლიო ცეკვების ორგანიზაციაა ,,WAPA- World Artistic Dance Federation’’.

კონკურსში მონაწილეობდა 16 ქვეყანა და 3000 მოცეკვავე.

კონკურსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ყველა ქვეყანა მათი ქვეყნის ტრადიციულ ფოლკლურულ ცეკვებს ასრულებდა. ცეკვის დასრულებისას პროფესიონალი ჟიური 10-ქულიანი სისტემით – ღია შეფასებით, ქულათა აწევით – აფასებდა თითოეულ ანსამბლს.

ორ დღიანი რთული მარათონის შემდეგ, გალა კონცერტზე, რომელიც ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა, ანსამბლი ,,როკვა’’ წარმატებით წარდგა აუდიტორიის წინაშე, ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, მოიპოვა გამარჯვება და გახდა გრანპრის მფლობელი.

ჟიურის ქულათა ჯამი 2 დღის შეფასებით ასე გადანაწილდა:

  • საქართველო - ქულა
  • ყაზახეთი- ქულა
  • ესპანეთი - ქულა

კონკურსს ესწრებოდნენ სტუმრები სომხეთის მთავრობიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის პირველი მოადგილე თენგო ხუციშვილი, მოადგილე მეგი მამალაძე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა მახარაშვილი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ქალბატონი შორენა არჯევანიძე და ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი დიდი სიამაყით ულოცავენ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,როკვას” ღირსეულ გამარჯვებას და უსურვებენ შემდგომ წარმატებებს!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S