Accentnews.ge
პუტინის მონაწილეობით ვიდეო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან", სინამდვილეში უკრაინაში არ გადაუღიათ

პუტინის მონაწილეობით ვიდეო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან", სინამდვილეში უკრაინაში არ გადაუღიათ

21/12/2022 08:31:32 მსოფლიო

16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართული შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში" ვიზიტის ვიდეო რეალურად დონის როსტოვში გადაიღეს, სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბში. ამ დასკვნამდე მივიდა გამოცემა «Агентство», შეადარა რა შტაბის ინტერიერის ამსახველი კადრები.

იმავე ადგილზე ნოემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გადაიღეს, როდესაც მან, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „დაათვალიერა რუსეთის ძალების გაერთიანებული დაჯგუფების სამეთაურო პუნქტი“, რომელიც ასრულებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც უკრაინასთან ომს უწოდებენ რუსეთში) დავალებებს უკრაინაში.

მანამდე კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა 16 დეკემბერს მთელი დღე გაატარა გაერთიანებულ შტაბში სამხედროებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში. ფოტოებსა და ვიდეოებზე პუტინთან ერთად ასახულია თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და უკრაინასთან ომში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაური სერგეი სუროვიკინი. კონკრეტულად სად შეხვდა პრეზიდენტი სამხედროებს, კრემლს არ უთქვამს.

20 დეკემბერს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი პუტინის პარტიიდან, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გურულევი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ირწმუნებოდა, რომ პუტინი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში" იმყოფებოდა.

ამასთან დაკავშირებით კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”თუ ის [გურულევი] გულისხმობს შტაბს, სადაც ის [პუტინი] პარასკევს იმყოფებოდა, მაშინ დიახ.” პესკოვს სხვა განმარტებები არ გაუკეთებია. მოგვიანებით, „როსიისკაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა სიახლე პესკოვის კომენტარით და სათაურით „კრემლმა დაადასტურა პუტინის მოგზაურობა სამხედრო ოპერაციის ზონაში".

ეს შეტყობინება გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს გაუფრთხილებლად ეწვია, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკანასკნელი თვეების განმავლობაში, და სადაც შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ცდილობენ ოკუპანტები. ოფიციალურად პუტინი არასოდეს ყოფილა საბრძოლო მოქმედებების ზონაში.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ შოიგუ ეწვია რუსული ძალებს პოზიციებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში. თუმცა, მედიამ კადრების შესწავლის შემდეგ გაარკვია, რომ რეალურად შოუგუ ფრონტის ხაზიდან 80 კილომეტრში იმყოფებოდა – ყირიმში, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდნარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S