Accentnews.ge
„თალიბანი“ ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს

„თალიბანი“ ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს

21/12/2022 07:20:04 მსოფლიო

„თალიბანი“ ავღანეთში უნივერსიტეტებში ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა.

„ყველას გაცნობებთ, რომ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება ქალთა განათლების შეჩერების შესახებ შემდგომ მითითებამდე”, - ნათქვამია უმაღლესი განათლების მინისტრის ნედა მოჰამად ნადიმის მიერ ხელმოწერილ წერილში.

აკრძალვა ქალთა განათლებას კიდევ უფრო ზღუდავს. გასულ წელს „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გოგონებისთვის საშუალო სკოლებში განათლების მიღება შეიზღუდა. შეერთებულმა შტატებმა „თალიბანის“ ქმედებები მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯს „თალიბებისთვის შედეგები მოჰყვება". მანამდე, ნოემბერში ქალებს დედაქალაქის პარკებში, სპორტულ დარბაზებსა და საზოგადოებრივ აბანოებში შესვლა აეკრძალათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S