კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
21/12/2022 06:25:48 მსოფლიო
კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი ადამიანი.
სტიქიის ზონაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს კი, ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მიწისძვრას განმეორებით შედარებით სუსტი 80 ბიძგი მოჰყვა.


