
ზელენსკი: "მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები"
21/12/2022 06:20:50 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ იგი აშშ-ში მიემგზავრება.
"მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, მე და ჯო ბაიდენი განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას და ასევე მექნება გამოსვლა კონგრესზე და რიგი ორმხრივი შეხვედრები", – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
აშშ პირველი ქვეყანაა, რომელსაც ზელენსკი ეწვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. 20 დეკემბერს ომის დაწყებიდან 300 დღე გავიდა.