Accentnews.ge
ბათუმში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ერთ–ერთი ფილიალის შენობა დაიწვა

ბათუმში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ერთ–ერთი ფილიალის შენობა დაიწვა

21/12/2022 06:18:51 საზოგადოება

ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ერთ–ერთი ფილიალის შენობა დაიწვა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მომხდარის შედეგად ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S