Accentnews.ge
BBC - რუსეთის ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობაა ზამთარში ახალი იერიშის დაწყების მიზანშეწონილობაზე

BBC - რუსეთის ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობაა ზამთარში ახალი იერიშის დაწყების მიზანშეწონილობაზე

20/12/2022 19:43:02 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინაში ზამთრის პერიოდში ახალი იერიშის დაწყების მიზანშეწონილობაზე, – იუწყება BBC.

ბრიტანული მედიასაშუალების წყაროს თანახმად, შეტევას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ „არიან სხვებიც, ვისაც რეალური შეკითხვები აქვს“ ამ წამოწყების თაობაზე.

"რუსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები მტკიცედ არიან მზად, გააგრძელონ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება. გარდა ამისა, აშშ ხედავს რუსეთის ჯარებში ამუნიციის ძალიან მნიშვნელოვან დეფიციტს. ადამიანებს კი გაწვრთნისა და მომზადების გარეშე მიერეკებიან ბრძოლებში, რაც იერიშების ეფექტიანობას ხელს უშლის. ყოველივე ეს რუსეთის გეგმებს ზღუდავს, მაგრამ რუსეთის სამხედრო მანქანა კვლავაც დიდია, თუმცა საშინელი დანახარჯებით მუშაობს", განუცხადა BBC-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S