ევროსტატი – ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა
20/12/2022 19:04:38 მსოფლიო
ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.
“2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1%-ით შემცირდა 2017-დან 2021 წლამდე იგივე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით”, - აცხადებს ევროსტატი.
მისი ცნობით, ყველაზე მეტად გაზის მოხმარება შემცირდა ფინეთში (-52.7%), ლატვიასა (-43.2%) და ლიეტუვაში (-41.6%).
“ექვსმა წევრმა სახელმწიფომ შეამცირა ბუნებრივი გაზის მოხმარება, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს 15%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. მალტასა (+7.1%) და სლოვაკეთში (+2.6%) კი ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა”, - აცხადებს ევროსტატი.


