Accentnews.ge
შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტს სთხოვა, უკრაინიდან რუსული ჯარების გასაყვანად პუტინზე ზეგავლენა იქონიოს

შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტს სთხოვა, უკრაინიდან რუსული ჯარების გასაყვანად პუტინზე ზეგავლენა იქონიოს

20/12/2022 16:17:33 მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს სთხოვა უკრაინიდან რუსული ჯარების გასაყვანად პუტინზე ზეგავლენა იქონიოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის პრეს–სამსახური შტაინმაიერსა და სი ძინპინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

გერმანული მხარის ცნობით, 60-წუთიანი საუბარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე იყო ფოკუსირებული. აღინიშნება, რომ საუბარში შტაინმაიერმა დაადასტურა გერმანიის მზაობა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

შტაინმაიერმა აღნიშნა ევროპისა და ჩინეთის საერთო ინტერესი ომის დასრულებაში, უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემაში და რუსული ჯარების გაყვანაში.

“მან [შტაინმაიერმა] სთხოვა ჩინელ კოლეგას რუსეთში თავისი გავლენა გამოიყენოს, რათა ამ მხრივ გავლენა იქონიოს პუტინზე”, -ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული მუქარების მკაფიო მიუღებლობისთვის და მიესალმა ბალიში გამართულ G20-ის სამიტზე ქვეყნების მიერ გაკეთებულ საერთო სიგნალს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S