Accentnews.ge
ISW –  პუტინმა ვერ დაითანხმა ლუკაშენკო, რომ ომში ჩაერთოს

ISW –  პუტინმა ვერ დაითანხმა ლუკაშენკო, რომ ომში ჩაერთოს

20/12/2022 16:10:04 მსოფლიო

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ბელარუსის ლიდერის ალიაქსანდრე ლუკაშენკოს დარწმუნება, რომ ჩაებას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ISW-ს ექსპერტები იიჩნევენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელარუსის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა.

მანამდე, კრემლის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი არ აპირებდა, ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განეხილა ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ბელარუსის მონაწილეობის საკითხი.

"იგივე გაიმეორა პესკოვმა უშუალოდ ორი ლიდერის შეხვედრის წინ. ოღონდ ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის სიტყვები უფრო იმის მცდელობა იყო, რომ დაეფარა პუტინის სასოწარკვეთილი სურვილი, ომში ჩაეთრია ლუკაშენკო და ამაში ახალი აშკარა წარუმატებლობა", აცხადებენ ISW-ს ანალიტიკოსები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S