
თეა წულუკიანი "რუს დამნაშავეებს" მიმართავს
25/10/2019 11:40:18 ციტატა
"6 სექტემბრის წერილში წერია, რომ სტრასბურგი ექსტრადიციას არ შეაჩერებს. ექსტრადიცია განხორციელებულია და ძალიან მიკვირს, როდესაც შემოვლენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ, დაარღვევენ ჩვენი, დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარს, მერე ხვდებიან, რომ ისინი არიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, აქ იგებენ, რომ მათ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და იწყებენ "ნიანგის ცრემლების" ღვრას იმისთვის, რომ გაექცეს კანონს. ამიტომ, მე ყველა რუს დამნაშავეს მოვუწოდებ, მიბრძანდნენ მათ ქვეყანაში და პასუხი აგონ თავიანთი ქვეყნის კანონის წინაშე..."
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსი ჰაკერის იაროსლავ სუბაევის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. მანამდე საქართველომ რუსეთს ჩეჩენი რამზან ახიადოვი გადასცა.