Accentnews.ge
მეუფე: "მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად იბრძვის სიცოცხლისთვის"

მეუფე: "მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად იბრძვის სიცოცხლისთვის"

20/12/2022 11:28:40 საზოგადოება

საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მოინახულა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. შემდეგ მან მედიას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

კერძოდ, თქვა, რომ სააკაშვილმა წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო და ყოველ მონახულებაზე ის უფრო რთულ მდგომარეობაში ხვდება.

ის მხარს უჭერს, პაციენტმა საზღვარგარეთ განაგრძოს მკურნალობა.

„ამ ბოლო დროს, ჩვენი საუბარი, ძირითადად, ამქვეყნიურ ამბებს არ ეხება – ეხება სულიერ საკითხებს. მანამდეც ვთქვი და ვიმეორებ - ჩემი პირადი სურვილია, ამ ადამიანმა გააგრძელოს უცხოეთში მკურნალობა. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. ეს 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მთლიანად წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს. მთელი ამ საიდუმლოს დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული. ძალიან გამხდარია. ადამიანის უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია. რამდენიც შევდივარ, იმდენჯერ ვამბობ, რომ უარესად მხვდება, მაგრამ ვერ ვიტყვი ვერაფერს ახლა იმიტომ, რომ იწვა. შეუძლებელია ამ ორი საათის განმავლობაში კონტაქტური იყოს ადამიანი, როცა მასზე ასეთ ძლიერ ლოცვებს კითხულობ. ჯანმრთელი ადამიანიც კი თვალს დახუჭავს და ისე მოისმენს“,– თქვა მეუფემ.

მისთვის მიუღებელია ბრალდებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი საკუთარ თავს აზიანებს:

„რაც შეეხება იმ საკითხს, თვითდაზიანებაში რომ ადანაშაულებენ, ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება. ამაში ადანაშაულებენ მას. მე ვამბობ, რომ ეს დიდი ცოდვაა. ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღსარებას ამბობს და ეზიარება, ამიტომ ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის, გამორიცხული თემაა! მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად იბრძვის სიცოცხლისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ვილოცო ამისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S