პუტინმა უშიშროებას მოღალატეებისა და დივერსანტების აქტიურად გამოვლენა დაავალა
20/12/2022 10:36:28 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს მოუწოდა, „სასტიკად აღკვეთონ“ უცხოეთის სპეცსამსახურების საქმიანობა, ოპერატიულად გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები.
ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ისაუბრა.
პუტინის თქმით, მათ შორის სამხედრო კონტრდაზვერვას „ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება“ მოეთხოვება.
რუსეთის პრეზიდენტი სპეცსამსახურების მუშაობაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს "ტერორიზმის" და „ექსტრემიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას, სახელმწიფო საზღვრის "საიმედო დაცვას".
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში


