Accentnews.ge
მფრინავი - მთავრობის მიერ ფრანგული შვეულმფრენების შესყიდვაზე: ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენია

მფრინავი - მთავრობის მიერ ფრანგული შვეულმფრენების შესყიდვაზე: ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შენაძენია

20/12/2022 09:48:37 საზოგადოება

ცალსახად შემიძლია გითხრათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეისყიდოს 3 ახალი ფრანგული შვეულმფრენი, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მფრინავმა, შამილ ქორთოშიძემ განუცხადა.

"ეს შვეულმფერენები არის ეკონომიური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ორძრავიანებია, ეს მეტ გარანტიას იძლევა სამაშველო ოპერაციების დროს, ერთძრავიანის შემთხვევაში ოპერაციის დროს ძრავი მთებში რომ გაგეთიშოს სად მიდიხარ?! რუსულ ტექნიკას ხშირად აქვს პრობლემები, ესენი კი ძალიან კარგი შვეულმფრენებია. ახალ შვეულმფრენს შეუძლია, შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ეს შვეულმფრენები აქტიურად გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც და საკმაოდ წარმატებით. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით ამ შვეულმფრენების შესყიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია." - განუცხადა "აქცენტს" მფრინავმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ, მანამ სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, შვეულმფრენის შეძენის საკითხი მფრინავებთან ერთად გაიარა.

"მთავრობამ ამ ნაწილში მფრინავების აზრი გაითვალისწინა"- დასძინა ქორთოშიძემ.

ცნობისთვის:შინაგან საქმეთა სამინისტროში ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს. Airbus-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 26 500 000 ევროს შეადგენს.

შსს–ში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების პირობის მიხედვით, წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S