Accentnews.ge
ბრტანული დაზვერვა პუტინის შეხვედრას რუს გენერლებთან „დადგმულს“ უწოდებს და სამ მიზანს ასახელებს

ბრტანული დაზვერვა პუტინის შეხვედრას რუს გენერლებთან „დადგმულს“ უწოდებს და სამ მიზანს ასახელებს

20/12/2022 08:48:03 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” (როგორც რუსეთში უწოდებენ უკრაინასთან ომს) კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თადაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.

პუტინი რუსეთის გაერთიანებული შტაბის წევრებს 16 დეკემბერს შეხვდა.

„პუტინი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. მან მოისმინა წინადადებები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შემდგომი ნაბიჯებისთვის. უკრაინაში რუსული ძალების ჯგუფის მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი ერთ-ერთი იყო, ვინც მოხსენება წარადგინა. ამ დადგმულ შეხვედრაზე პუტინს, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება”, - აცხადებენ უწყებაში.

უწყებაში ფიქრობენ, რომ „ეს ჩვენება სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა პუტინის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას სამხედრო წარუმატებლობაზე, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე და მობილიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უკმაყოფილების გაზრდაზე“:

„სატელევიზიო კადრები, სავარაუდოდ, შექმნილი იყო იმისთვისაც, რომ გაექარწყლებინა სოციალურ მედიაში გავრცელებული მითქმა-მოთქმა გენერალ გერასიმოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S