Accentnews.ge
რუსეთის ბრიანსკის ოლქში სარკინიგზო მოძრაობა შეფერხდა დაბომბვის შემდეგ  – გუბერნატორი

რუსეთის ბრიანსკის ოლქში სარკინიგზო მოძრაობა შეფერხდა დაბომბვის შემდეგ  – გუბერნატორი

20/12/2022 08:13:31 მსოფლიო

რუსეთის ბრიანსკის ოლქში დაბომბვის შედეგად სარკინიგზო ლიანდაგები დაზიანდა, ერთ-ერთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა,– იუწყება რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი.

ის წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

წინა დღეს ორი დასახლების დაბომბვის შესახებ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო კურსკის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ ბელგოროდში 18 დეკემბერს მომხდარი აფეთქებების შედეგად ერთი პირი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა დაბომბვის შესახებ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის სასაზღვრო რეგიონებიდან ხშირად იუწყებიან დაბომბვების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S