შოიგუს მიერ უკრაინაში „შემოწმებული“ „მოწინავე პოზიციები“ ფრონტის ხაზიდან ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული
20/12/2022 06:10:29 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ უკრაინაში „შემოწმებული“ რუსული ჯარების „მოწინავე პოზიციები“ ფრონტის ხაზიდან სავარაუდოდ, 80 კილომეტრითაა დაშორებული.
18 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალმა შოიგუმ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ რაიონებში მყოფი სამხედრო დაჯგუფებების ინსპექტირება ჩაატარა, ვერტმფრენიდან დაათვალიერა დისლოკაციის რაიონები და რუსული ქვედანადაყოფების მოწინავე პოზიციები შეამოწმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ შოიგუ ვერტმფრენის ილუმინატორიდან სანგრებს ათვალიერებს.
პროექტმა GeoConfirmed გამოიკვლია, რომ ადგილი, რომელსაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გადაუფრინა, მდებარეობს ყირიმში და ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 80 კილომეტრითაა დაშორებული.
შეგასენებთ, რომ ამჟამად ანექსირებულ ყირიმში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. ცხელ წერტილად რჩება უკრაინის ამოსავლეთი.


