
საიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
19/12/2022 20:43:06 საზოგადოება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიის ორგანიზაციის გამგეობამ თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩია. თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია თამარ ონიანმა დაიკავა.
ქურდოვანიძე 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ.
მანამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია ნიკოლოზ სიმონიშვილს ეკავა.