Accentnews.ge
"ჯერ კიდევ მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი"

"ჯერ კიდევ მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი"

19/12/2022 16:28:55 მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აღიარებს, რომ ახლო მომავალში სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში რთულად შესაძლებელია.

„მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი უახლოეს მომავალში ეფექტიან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მჯერა, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი" , - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ამჟამად გაერო ყურადღებას ამახვილებს სხვა ასპექტებზე, მათ შორის, მარცვლეულის გარიგების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, ტყვეთა გაცვლის დაჩქარებაზე.

ის იმედოვნებს, რომ ომის დასრულება 2023 წელს გახდება შესაძლებელია:

„ვიმეორებ, ვერ ვხედავ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს უახლოეს მომავალში, მაგრამ არ ვგულისხმობ მთელ 2023 წელს. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ 2023 წელს შევძლებთ მშვიდობის მიღწევას".

მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში

„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიგის სამიტზე.

სუნაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცე მკაფიოა, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება – ჩვენი უსაფრთხოებაა“, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S