Accentnews.ge
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია"

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია"

25/10/2019 08:22:13 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია. 

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს  მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე“, - ამის შესახებ საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა 24 ოქტომბერს ოსური დე ფაქტო უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ  ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე", -აღნიშნა კონსტანტინიდმა.

იხილეთ ასევე: EUMM: „ჩორჩანა - წნელისის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის უშიშროების შეიარაღებულმა ძალებმა მისიის შეუიარაღებელი მონიტორი დააკავეს“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S