
რიში სუნაკი: "ვიდრე რუსეთის ჯარები არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ უნდა იყოს მოლაპარაკებები"
19/12/2022 15:52:45 ევროპა
რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიგის სამიტზე.
სუნაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების სიმტკიცე მკაფიოა, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„პირველ რიგში, იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება – ჩვენი უსაფრთხოებაა“, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.