
პუტინი, შოიგუ და ლავროვი მინსკში ჩავიდნენ
19/12/2022 15:22:39 ევროპა
სამწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩავიდა. აეროპორტში მას ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდა.
ლუკაშენკოს თმით, შეხვედრისას ლიდერები გეგმავენ, განიხილონ სტრატეგიული საკითხები, პირველ რიგში, ეკონომიკის სფერო.
მისივე თქმით, ისაუბრებენ ბელარუსისა და რუსეთის გარშემო არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზეც.
ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებიც.
როგორც იუწყებიან, რუსეთის და ბელარუსის თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას ლუკაშენკოსა და პუტინის მოლაპარაკებებში 19 დეკემბერს.
სერგეი ლავროვი შეხვდა თავის ბელარუს კოლეგას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა ბელორუსში ბატალიონის ტაქტიკური წვრთნების შესახებ.