Accentnews.ge
ვენაში ჯაშუშობისთვის რუსი დიპლომატის შვილი დააკავეს, ის თბილისშიც იმყოფებოდა

ვენაში ჯაშუშობისთვის რუსი დიპლომატის შვილი დააკავეს, ის თბილისშიც იმყოფებოდა

19/12/2022 14:59:07 ევროპა

რუსი დიპლომატის შვილი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა ვენის აღმოსავლეთით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი მას რუსული სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,– იუწყება ადგილობრივი მედია.

ირკვევა, რომ 39 წლის კაცი საბერძნეთის მოქალაქეა.

„ის განსაკუთრებით საშიშ ეჭვმიტანილად ითვლებოდა. დაკავებაში სპეცრაზმის ორი ჯგუფი მონაწილეობდა“,– აღნიშნავს მედია.

მის ბინაშ იპოვეს ფარული კამერა, მოსასმენი აპარატის დეტექტორი და სპეციალური კოსტუმი, რომელიც განაღმვის პროცესში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

გამოძიებამ ვენაში შეძლო ინფორმაციის გადასაცემად გამიზნული ადგილების პოვნა, რომლის გამოყენებაც ეჭვმიტანილს შეეძლო.

„მათ გვერდით რუსი დიპლომატები იყვნენ“,– აღნიშნავს მედია.

აპრილში ავსტრიამ ვენაში რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი და ზალცბურგში საკონსულოს ერთი თანამშრომელი გააძევა.

პროკურატურამ განაცხადა, ეჭვმიტანილს შეეძლო მიეღო დავალება და გაეგო, თუ როგორ მოიქცეოდა ავსტრია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში.

მტკიცდება, რომ ის მოსკოვში რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დაწყებამდე გაემგზავრა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ის სულ მცირე, 65–ჯერ იმყოფებოდა მოსკოვში, მინსკსა და თბილისში.

მედია წერს, რომ აღნიშნული პირი კონტაქტში იყო სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან და დაზვერვის თანამშრომლებთან. ვარაუდობენ, რომ მამამისიც შესაძლოა, კავშირში იყოს რუსულ ГРУ–სთან და დიპლომატის საფარვეშ მუშაობდა გერმანიასა და ავსტრიაში.

ვენა ცნობილია, როგორც საერთაშორისო ჯაშუშობის ცენტრი, – აღნიშნავს გამოცემა Kronen Zeitung. ავსტრიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქალაქში შესაძლოა, 7000-მდე უცხოელი აგენტი იყოს.

ავსტრიაში ბრალდებულმა სოციალური შეღავათები მიიღო, პარალელურად, იყიდა უძრავი ქონება რუსეთსა და საბერძნეთში,– იტყობინება Express.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სპეციალური სამხედრო წვრთნის გავლა რუსეთში შეეძლო. მან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ეჭვმიტანილი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და სასამართლო პროცესის მოლოდინში დროებით გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S