
უზბეკეთმა ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით სპილენძით დატვირთული პირველი მატარებელი გაუშვა
19/12/2022 12:04:52 მსოფლიო
უზბეკეთმა ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით სპილენძით დატვირთული პირველი მატარებელი გაუშვა, - იუწყება სახელმწიფო კომპანია "უზბეკისტონ თეირ ულარი".
სპილენძის კონცენტრატით დატვირთული საკონტეინერო მატარებელი ე.წ. შუა დერეფნით (უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ბულგარეთი/ევროპა) 4000კმ-ს გაივლის, - იუწყება "Reuters".
კასპიისა და შავ ზღვებს შემადგენლობა სარკინიგზო ბორნებით გადაკვეთს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ნოემბერში განაცხადა, რომ მზადაა, აზიასა და ევროპას შორის რუსეთის გვერდის ავლით სატვირთო მარშრუტების განვითარებაში მრავალი მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიციები განახორციელოს.