Accentnews.ge
რუსეთში სსრკ-ის "ევროკავშირის პრინციპით" აღორძინების ინიციატივით გამოდიან

რუსეთში სსრკ-ის "ევროკავშირის პრინციპით" აღორძინების ინიციატივით გამოდიან

19/12/2022 11:56:25 პოლიტიკა

სსრკ-ის ძველი სახით აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია, ეს "ევროკავშირის პრინციპით" გაკეთდეს, - თვლის სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკოლაი რიჟკოვი.

«არ არის საჭირო სსრკ-ის ფორმატის ზუსტი კოპირება, სახელმწიფო ხომ ცოცხალი ორგანიზმია. არ უნდა ვეცადოთ სსრკ-ის 1992 წლის ყალიბის გამოყენებას. უნდა ვეცადოთ, მივუახლოვდეთ ევროპულ გაერთიანებას, სადაც არსებობს საფუძველი - ევროკავშირი და მისი ორგანოები. ვფიქრობ, ევროკავშირის პრინციპით, ახალი პირობებით იქნებოდა შესაძლებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოების გაერთიანების ახლიდან შექმნა», — განაცხადა რიჟკოვმა.

2022 წლის 30 დეკემბერს სსრკ-ის დაარსების შესახებ დეკლარაციას 100 წელი შეუსრულდებოდა. საბჭოთა სახელმწიფომ არსებობა 1991 წლის 26 დეკემბერს შეწყვიტა. მის ტერიტორიაზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელთა შორისაა რუსეთის ფედერაციაც და მისი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლა სსრკ-ის აღზევებას ცდილობს. მას არაერთგზის განუცხადებია, რომ სსრკ-ის დაშლას "უდიდეს გეოპოლიტიკურ შეცდომად" და "ტრატედიად" მიიჩნევს.

სწორედ სსრკ-ის აღზევების იდეა ედო საფუძვლად უკრაინაში რუსეთის 24 თებერვლის შეჭრასაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S