Accentnews.ge
პუტინმა გენერლებს უკრაინისთვის ახალი გეგმის მოფიქრება უბრძანა

პუტინმა გენერლებს უკრაინისთვის ახალი გეგმის მოფიქრება უბრძანა

19/12/2022 11:50:54 მსოფლიო

უკვე თითქმის 10-თვიანი "სამხედრო ოპერაციის" კრახის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არმიის სარდლობისგან საომარი კამპანიისთვის ახალ გეგმას მოითხოვს, - იუწყება "The Moscow Times".

გასულ პარასკევს რუსეთის ლიდერი ჯარების სახეობათა გაერთიანებულ შტაბს ეწვია და გენერლების მოხსენებები მოისმინა, რის შემდეგაც ახალი გეგმის შემუშავების ბრძანება გასცა.

კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და დაჯგუფების სარდალი სერგეი სუროვიკინი ესწრებოდნენ.

საგულისხმოა, რომ 24 თებერვალს ომის დაწყების მომენტიდან პუტინი გაერთიანებულ შტაბს პირველად სტუმრობდა.

დატოვა რა ხარკოვის ოლქი და დააბრუნა რა ხერსონი, რუსულმა ჯარმა უკვე დათმო უკრაინაში შეჭრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარზე მეტი. უკრაინული ძალების შემდეგ სავარაუდო სამიზნეს მელიტოპოლი წარმოადგენს — საკვანძო ლიჯისტიკური პუნქტი, რომელსაც რუსების მიერ ანექსირებული ყირიმისა და სამხრეთ რეგიონებში მყოფი რუსული ჯარის მომარაგება ემყარება.

«ჩვენი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ზამთარში ორივე ჯარის მოქმედება საგრძნობლად შეფერხდებოდა და ეს შეფერხება ნახევარ წლამდე შეიძლებოდა, გაწელილიყო, შეიცვალა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებს ხარისხიანი ბრძოლა ზამთრის პირობებშიც შეუძლიათ" - აცხადებენ პენტაგონში.

თავის მხრივ, რუსეთი სავარაუდოდ, მობილიზებულთა 200 000-იანი კონტინგენტით კიევზე ბელარუსის მხრიდან ამზადებს ახალ შეტევას, - განუცხადა The Economist-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომლის ვარაუდით, დედაქალაქზე ეს შეტევა შესაძლოა, თებერვალში წამოიწყონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, იანვარში ან გაზაფხულზე რუსებმა შესაძლოა, სცადონ წინ წაწევა დონბასში.

თუმცა თავად რუს სამხედროებში ბელარუსის მხრიდან შესაძლო "ბლიცკრიგს" თვითმკვლელობის ტოლფასად მიიჩნევენ, - უამბო «Новая газета. Европа»-ს ამჟამად გროდნოში მყოფმა რუსმა მებრძოლმა და განმარტა: "ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორია საზღვრის გასწვრივ და სიღრმეში მრავალი კილომეტრით დანაღმულია, გზები - გადათხრილი, ლანდშაფტი წარმოადგენს ტყეებსა და ჭაობს და ამასთანავე, უკრაინული არტილერია შეტევის უკლებლივ ყველა მიმართულებას თავისუფლად ფარავს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S