
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს თავს დაესხნენ
19/12/2022 11:10:17 საზოგადოება
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი იყო, ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ.
მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია, კაცის სახე დააფიქსირა "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა.
"რაფერ რა მინდა?!.. მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ხარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ. მოღალატე ხარ ქვეყნის... ქვეყნის მოქალაქე ვარ", - ამბობდა კაცი, რომელმაც პოლიტიკოს კვერცხები ესროლა.