Accentnews.ge
დევდორაკის გვირაბში 20 დეკემბრის 00:00 სთ-დან 21 დეკემბრის 00:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დევდორაკის გვირაბში 20 დეკემბრის 00:00 სთ-დან 21 დეკემბრის 00:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19/12/2022 10:52:34 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის და მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 20 დეკემბრის 00:00 სთ-დან 21 დეკემბრის 00:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსასვლელ საავტომობილო გზაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S