Accentnews.ge
დანილოვი: "რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი"

დანილოვი: "რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი"

19/12/2022 10:02:51 მსოფლიო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის.

"რუსებს რაკეტების დიდი რაოდენობა არ აქვთ, მაგრამ არის პრობლემა, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანთან მიწოდების შესახებ", – აცხადებს დანილოვი.

ცნობისათვის: 16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 76 რაკეტა გაუშვეს, აქედან 72- ფრთოსანი რაკეტა იყო. კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 რაკეტა ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S