რუსეთში Мі-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა
19/12/2022 09:47:14 მსოფლიო
რუსეთში, მაგადანის რაიონში, Мі-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა და დაიწვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა.
Мі-8 სოფელ ტახტოიამსკში დაშვებისას, სამშენებლო ტრაილერს დაეცა, ამობრუნდა და მთლიანად დაიწვა.
მედიის ცნობით, ეკიპაჟის სამმა წევრმა სალონის დატოვება მის აალებამდე მოასწრო.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.


