Accentnews.ge
ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებით 304 მლნ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოყოფს

ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებით 304 მლნ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოყოფს

19/12/2022 08:22:52 მსოფლიო

ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებით 304 მლნ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოყოფს, - იუწყება The Guardian.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს რიგაში სკანდინავიელ, ბალტიელ და ნიდერლანდელ კოლეგებთან შეხვედრას გამართავს. იგი გამოაცხადებს ბრიტანეთის გეგმას უკრაინისთვის მომავალ წელს 250 მილიონი გირვანქა სტერლინგის (304 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ლატვიაში გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ქვეყნების ლიდერთა შეკრებაზე დასასწრებად გაემგზავრება. შეხვედრას დაესწრებიან დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნიდერლანდების ლიდერები. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S