Accentnews.ge
მედია – იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

მედია – იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

19/12/2022 08:06:16 საზოგადოება

იტალიაში, ნეაპოლში 23 წლის ქართველი კაცი დააკავეს, – იუწყება იტალიური მედია.

მისი ცნობით, გუშინ საღამოს პოლიციის პრევენციის სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის კონტროლის დროს ნეაპოლში შენიშნეს ქალი, რომელიც მისდევდა კაცს, რომელმაც მისი თქმით, ტელეფონი წაართვა.

გამოცემა წერს, რომ პოლიცია დაეწია და დააკავა დამნაშავე, რომელსაც მობილური ტელეფონი თან ჰქონდა.

იტალიური მედიის ცნობით, ქურდობის ბრალდებით დააკავეს 23 წლის ქართველი, ხოლო მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S