
ტაილანდის ყურეში სამხედრო ხომალდი ჩაიძირა, მაშველები 33 სამხედროს ეძებენ
19/12/2022 07:06:08 მსოფლიო
ტაილანდის ყურეში შტორმის დროს სამხედრო გემი ჩაიძირა.
ტაილანდის საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ბორტზე 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათგან 33 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
საზღვაო ძალების ინფორმაციით, სამძებრო-სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.