Accentnews.ge
ამერიკული ციხიდან გათავისუფლებული რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში ჩავიდა

ამერიკული ციხიდან გათავისუფლებული რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში ჩავიდა

19/12/2022 06:58:59 მსოფლიო

ამერიკული ციხიდან გათავისუფლებული რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში ჩავიდა.

როგორც რუსული მედი იუწყება, ბუტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლუგანსკის ფილიალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

"მოხარული ვარ, რომ ვეწვიე ქალაქს. მჯერა, რომ აქ მალე იქნება მშვიდობიანი და ხალხი იცხოვრებს საკუთარი მომავლის შიშის გარეშე", – განაცხადა ბუტმა.

მანამდე, მან აღნიშნა, რომ „მთელი გულით“ უჭერს მხარს მოსკოვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში.

ცნობისთვის: ვიქტორ ბუტს 2012 წელს შეერთებულ შტატებში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2022 წლის 8 დეკემბერს ბუტი ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრინერში გაცვალეს, რომელიც რუსეთში ნარკოტრაფიკის ბრალდებით გაასამართლეს.

იხილეთ ასევე: საკამათო გაცვლა: რა დგას კადრს მიღმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S