Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები - განადგურებულია 30 ირანული "დრონი"

უკრაინის საჰაერო ძალები - განადგურებულია 30 ირანული "დრონი"

19/12/2022 06:42:26 მსოფლიო

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე "დრონებით" (Shahed-136/131) შეუტიეს.

საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, დაახლოებით 35 უპილოტო საფრენი აპარატიდან 30 განადგურებულია. უწყების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, "დრონები" გამოშვებული იყო აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.

ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელდა. თუმცა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა არ აკონკრეტებს ოლქებს, რომლებზეც რუსეთმა იერიში "დრონებით" მიიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S