უკრაინა – რუსეთმა კიევის მიმართულებით 20-ზე მეტი ირანული "დრონი" გაუშვა, მათგან დაახლოებით 15 გავანადგურეთ
19/12/2022 06:23:35 მსოფლიო
რუსეთმა კიევს ირანული "დრონებით" კვლავ შეუტია. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 20-ზე მეტი ირანული "დრონი" გაუშვა, მათგან დაახლოებით 15 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქის სოლომენსკის და შევჩენკოს რაიონებში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი კულებას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია კერძო სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.


