Accentnews.ge
ბათუმში, რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

19/12/2022 06:02:23 საზოგადოება

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"დროულად მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით მსხვერპლი და დაშავებული არ გვყავს", აცხადებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი.

ცეცხლი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ათამდე ეკიპაჟი მთელი ღამე მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S