Accentnews.ge
სირიელი და თურქი სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ

სირიელი და თურქი სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ

25/10/2019 08:35:32 სხვა, მსოფლიო

სირიის ჰასაქას რეგიონში სირიელ და თურქ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.

როგორც სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა“ იუწყება, შეიარაღებული ჯგუფები ერთმანეთს ტალ ტამრის რაიონში დაუპირისპირდნენ, შედეგად თურქმა სამხედროებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები განიცადეს.

“სანას“ ინფორმაციით, არტილერიის და სხვა სახის მძიმე შეიარაღების გამოყენების შემდეგ, თურქებმა სოფელ ალ-მანაჯირის დაკავება შეძლეს. თურქეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რას ელ-აინის რეგიონის სოფლებს, ელ-ასადიას, ტელ-დიაბს, ელ-საფაჰს და ელ-ჯაიმას. გარდა ამისა, ქალაქ რას ელ-აინის სამხრეთით, ტელ-დიაბთან და ელ-ასადიასთან შეტაკება მოხდა თურქ სამხედროებს და ქურთ მებრძოლებს შორისაც.

აღნიშნული დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის მიერ განსაზღვრულ ე.წ. უსაფრთხოების ზონაშია მოქცეული. ანკარას სურს, რომ აღნიშნული ზონიდან სირიელი ქურთების სამხედრო ფორმირებები გავიდნენ.

სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ დაპირისპირებას სირიის არმიის რამდენიმე ჯარისკაცი ემსხვერპლა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S