Accentnews.ge
CIA-ს ხელმძღვანელი: "რუსები  უკრაინასთან მოლაპარაკებებს არასერიოზულად ეკიდებიან"

CIA-ს ხელმძღვანელი: "რუსები  უკრაინასთან მოლაპარაკებებს არასერიოზულად ეკიდებიან"

17/12/2022 14:43:24 მსოფლიო

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებასთან მიმართებით აშშ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან სერიოზულ დამოკიდებულებას. ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა.

"კონფლიქტების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რუსეთის მხრიდან სერიოზულობას მოითხოვს. რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ", - განაცხადა ბერნსმა ტელეარხ PBS-სთან ინტერვიუში

კრემლმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არაერთხელ აღნიშნა, რომ "კიევი არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დირექტივებს ასრულებს".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის ისეთ რუსეთთან სასაუბროდ, რომელიც მზადაა, პატივი სცეს მის ქვეყანას და რომელიც კიევს დაუბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას ეკუთვნის.

"სწორედ ასეთ რუსეთთან ვიქნები მზად მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არა ნაცისტურ რუსეთთან რუსეთთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S