
საქართველო სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისსა და ტაჯიკეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმებებს გააფორმებს
25/10/2019 07:54:45 ეკონომიკა
საქართველო სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმებებს გააფორმებს. ამ მიზნით მთავრობის განკარგულებები გამოიცა.
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე კონსულტაციები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრს სერბეთის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭა.