
ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტში კადიროვის სანათესავო მოხვდა
16/12/2022 20:00:05 ევროპა
ევროპის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი უკრაინის ომთან, კერძოდ, რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილი იერიშითვის.
ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტში კადიროვის სანათესაო მოხვდა
გარდა სექტორული სანქციებისა, მათ შორის რუსეთში თვითმფრინავების და დრონების ძრავების ექსპორტის აკრძალვის ჩათვლით, სანქციები ეხება ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობას და არის რიგი სხვა ზომები. სანქცირებულთა სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა - მათ დაემატა 141 ფიზიკური პირი და 49 ორგანიზაცია.
სანქციები, მათ შორის, დაუწესდათ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ქალიშვილებს – 23 წლის აიშატს, რომელიც რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს და 22 წლის კარინას (ხადიჟათს), რომელიც ხელმძღვანელობს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტს გროზნოში და მის ბიძაშვილს ტურპალ-ალი იბრაგიმოვს, რომელიც არის ჩეჩნეთში ასევე ოფიციალურ პოზიციას იკავებს.
სანქციების ქვეშ ასევე მოექცა: როსკომნადზორი; ყველა საპარლამენტო პარტია; სამხედრო ინდუსტრიის მთელი რიგი საწარმოები, რამდენიმე ბანკი; VGTRK და ზოგიერთი სხვა მედია კორპორაცია და მათი ლიდერები; რუსეთის შეიარაღებული ძალები, მათ შორის – რიგი სამხედრო ფილიალები, ეროვნული გვარდია, გრუ; გასამხედროებული ჯგუფები და მათი ლიდერები; სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს რამდენიმე წევრი; ფედერალური მთავრობის სამი ვიცე-პრემიერი და რამდენიმე მინისტრი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები; რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მომღერალი გრიგორი ლეპსი, ბლოგერი დიმიტრი პუჩკოვი ("გობლინი"), ტელეწამყვანი ბორის კორჩევნიკოვი; ოლიგარქ იური კოვალჩუკის ნათესავები; რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი გამოთვლითი ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულნი არიან რუსული რაკეტების დამიზნებით უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე, - ისინი ცნობილი გახდნენ The Insider-ის, Bellingcat-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძიების წყალობით; რამდენიმე გუბერნატორი, მათ შორის – ასტრახანის ოლქის ხელმძღვანელი იგორ ბაბუშკინი.