
FIFA-მ უარით უპასუხა ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა სამშვიდობო გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე – CNN
16/12/2022 18:00:12 ევროპა
FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე,– იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხის მიღებით.
“ვფიქრობდით, რომ FIFA-ს უფრო დიდი სიკეთისთვის სურდა საკუთარი პლატფორმის გამოყენება”, - დასძინა CNN-ის წყარომ.
ამავდროულად, წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინასა და FIFA-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
CNN-მა კომენტარისთვის FIFA-ს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.