Accentnews.ge
პატიმართან ყველა სახის პაემანი უფასო გახდება – იუსტიციის მინისტრი

პატიმართან ყველა სახის პაემანი უფასო გახდება – იუსტიციის მინისტრი

16/12/2022 11:38:14 საზოგადოება

საქარველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, თუ პარლამენტი მიიღებს "პატიმრობის შესახებ კოდექსს", მომავალი წლიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პატიმრების უფლებები.

"ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო და ეს იქნება ძალიან დიდი საქმე თითოეული მსჯავრდებულებისთვის, რომელიც სასჯელს იხდის. დღეს პატიმარს უწევს 60 ლარის გადახდა, რომ ოჯახთან და კანონით განსაზღვრულ პირებთან ჰქონდეს ხანგრძლივი პაემნის უფლება.

გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება, იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა", - თქვა მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის ფარგლებში" სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, გაუმჯობესდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებები საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებითაც: თუკი აქამდე თითოეული ბრალდებულისთვის უნდა ყოფილიყო გამოყოფილი მინიმუმ 3 კვადრატული მეტრი, ხოლო მსჯავრდებულებისთვის - 2 კვადრატული მეტრი, ახლა საუბარია გამოყოფილი სივრცის 4 კვადრატამდე გაზრდაზე.

კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტშია გადაგზავნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S