პესკოვი: "ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხო ზომებს მივმართავთ"
16/12/2022 11:10:58 მსოფლიო
კრემლმა 16 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტის საპასუხო ზომებს მიმართავს. 15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომავალ წელიწადში 18 მილიარდ ევროს გამოუყოფენ და მოსკოვის მიმართ შეიმუშავეს დამატებითი სანქციების მეცხრე პაკეტი. სხვა ზომებს შორისაა ახალი სია პირებისა, რომლებსაც შეზღუდვები უწესდებათ და რუსეთის სამთომომპოვებელ მრეწველობაში ინვესტირების აკრძალვა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეისწავლის სიას, სანამ სათანადო პასუხს გასცემდეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რვა პაკეტი შემოიღო.
შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რეგულარულად აწესებენ სანქციებს, რომლებიც კრძალავს ან ზღუდავს რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას.


