Accentnews.ge
,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 9 ათასამდე საქმე მორიგებით დაასრულა“ - რატი ბრეგაძე

,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 9 ათასამდე საქმე მორიგებით დაასრულა“ - რატი ბრეგაძე

16/12/2022 10:50:03 საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მორიგებით დასრულებულ საქმეებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა.

რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფარგლებში ხაზი გაუსვა იძულებითი აღსრულებისა და გამოსახლების კატეგორიის საქმეებში სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების ჩართულობით მიღწეულ მორიგების მაღალ შედეგს.

მინისტრის განცხადებით, ბოლო 9 თვის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მორიგებით და ნებაყოფლობით დასრულდა 9 ათასამდე საქმე, რაც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელია.

"ეს გულისხმობს, რომ მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების შედეგად არ განხორციელდა ასეულობით იძულებითი აუქციონი, გამოსახლების პროცესში მაქსიმალურად მოხდა მოვალის სოციალური მდგომარეობისა და ინტერესების დაცვა, ჯარიმის კატეგორიის საქმეებში ფინანსური ვალდებულება გადაუნაწილდა ათასობით მოქალაქეს"-განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის საათის ფარგლებში დღეს იუსტიციის მინისტრმა გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S