Accentnews.ge
აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

16/12/2022 09:13:10 საზოგადოება

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

დაურ ბუავა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა.

მისი ცნობით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის

„ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, - ამბობს ბუავა.

28 წლის დაურ ბუავა თბილისში გასული შემოდგომიდან ცხოვრობს. ის ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ ერთ-ერთ დამფუძნებელია.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S